პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
თემა: "წაკითხულის გაგება-გააზრების პრობლემის გაუმჯობესება საბაზო საფეხურის VII და IX კლასებში"
საკვლევის საკითხები:
- როგორია წაკითხულის გაგება-გააზრების დონე კვლევის სამიზნე ჯგუფში?
- რა არის პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზი?
- რატომ აქვთ მოსწავლეებს გაგება-გააზრების პრობლემა მაშინაც კი, თუ ტექსტში არ არის უცნობი ლექსიკური ერთეულები და რთული სინტაქსური კონსტრუქციები?
- შეიცვლება თუ არა მოსწავლეთა დონე ინტერვენციების განხორციელების შემდეგ?
დასკვნები / რეკომენდაციები
განხორციელებული პრაქტიკული კვლევის მიზანი იყო სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხულდარის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის (VII და IX კლასი) მოსწავლეებისთვის გაგვეუმჯობესებინა წაკითხულის გაგება-გააზრების დონე. როგორ შემაჯამებელი ტესტირების შედეგებიდან გამოჩნდა, ორთვე-ნახევრიანი მუშაობის შედეგად მოსწავლეთა შედეგი მცირედით გაუმჯობესდა.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, რადგან პრობლემა კომპლექსურია და მხოლოდ ერთი საგნის ფარგლებში ვერ მოგვარდება, უმჯობესია ისინი ცალ-ცაკლე ჩამოყალიბდეს მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის.
რეკომენდაცია მოსწავლეებს:
✓ ხშირად იკითხონ კლასგარეშე ლიტერატურა;
✓ კითხვისას ყურადღება გაამახვილონ არა მხოლოდ შინაარსზე, არამედ ტექსტის ძირითად სათქმელზე;
✓ შეეცადნონ ამოიცნონ ავტორის ჩანაფიქრი და პარალელი გაავლონ სხვა ნაწარმოებთან და/ან ცხოვრებისეულ სიტუაციებთან;
რეკომენდაცია მასწავლებლებს:
✓ შეუმუშაონ რამდენიმე მეთოდი წაკითხულის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებით (მაგალითად ისეთი, როგორიც ინტერვენციებშია აღწერილი) და ხშირად გამოიყენონ გაკვეთილზე;
✓ არ შემოიფარგლონ მხოლოდ სახელმძღვანელოთი და ხშირად გამოიყენონ დამატებითი მასალები (ამ პრობლემაზე სამუშაოდ ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით ეხებათ მშობლიური და სხვადასხვა ენის მასწავლებლებს);
✓ იმუშაონ მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე;
რეკომენდაცია მშობლებს:
✓ შესთავაზონ შვილებს ასაკისთვის შესაფერისი საკითხვი წიგნები;
✓ ესაუბრონ წაკითხული წიგნის შთაბეჭდილებებზე;
✓ იკითხონ შვილებთან ერთად;
No comments:
Post a Comment