წრე / კლუბი

მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხულდარის საჯარო სკოლა
მთარგმნელთა კლუბი
 (2019-2020 სასწ. წელი)


კლუბის შექმნის თარიღი: 26.09.2019

კლუბის კურატორი:  ქართული, მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი  ლალი ალელიშვილი






განაცხადი კლუბის წევრობაზე
                                                              ხულდარის საჯარო სკოლის მთარგმნელთა კლუბის კურატორს, ლალი ალელიშვილს,
ამავე სკოლის  -------- კლასის მოსწავლის
-----------------------------------------------
                                                                                           


გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
    სურვილი მაქვს გავწევრიანდე სკოლის მთარგმნელთა კლუბში. გთხოვთ დააკმაყოფილოთ ჩემი სურვილი.

                                                                                                  
                                                                                                      
                                                                                                        განმცხადებელი:
                                                                                                                                 
                                                                                                                        თარიღი:






მთარგმნელთა კლუბის წესდება

1.ზოგადი დებულებები
1.1. მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფ. ხულდარის საჯაროს სკოლის მთარგმნელთა კლუბი  (შემდგომში კლუბი) დაფუძნებულია სკოლის ფარგლებში.
1.2 . კლუბი დაფუძნებულია 1 წლის ვადით.
1.3 . კლუბს აქვს სახელწოდება და ლოგო.
1.4.  კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხულდარი

2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1. ქართველი მწერლებისა და მათი შემოქმედების გაცნობა;
2.2. ქართველ მწერალთა მოთხრობების თარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე;
2.3. ლექსიკური მარაგის გამდიდრება და თარგმნის უნარის დაუფლება;
2.4. ქართული ენის სათანადო დონეზე არ მცოდნე მოსწავლეებისთვის საშუალების მიცემა, ინტერესის შემთხვევაში, გაეცნონ ქართულ ლიტერატურას აზერბაიჯანულ ენაზე;
2.5. კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

3. კლუბში გაწევრიანება:
3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის  საბაზო-საშუალო საფეხურის ნებისმიერი  მოსწავლე, რომელიც ფლობს ქართულ ენას მინიმუმ A2+ / B1 დონეზე და იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით).
3.4. კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის კურატორის მიერ.
3.5.  კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.6.  კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
3.7. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და სკოლის დამთავრების შემდეგ.


4.კლუბის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
4.1. კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არაუმეტეს 15 მოსწავლისაა;
4.2. კლუბს შეიძლება ჰყავდეს კურატორი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარმოადგენოს კლუბი მესამე პირთან/პირებთან ურთიერთობისას, უხელმძღვანელობს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას. დანიშნოს და გაათავისუფლოს კლუბის წევრები, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.
4.3. ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად.
4.4. კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით: დამტკიცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება, აირჩიოს კლუბის ლიდერი.
4.5 კლუბის ლიდერი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.

5. კლუბის მუშაობა
5.1. კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ერთჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა;

6. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:
6.1. კლუბის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა გარდაქმნა) ხორციელდება ამ დებულებით.
6.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდება: საერთო კრების გადაწყვეტილებით ან მიზნების მიღწევის შემთხვევაში.

7. დასკვნითი დებულება:
7.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის ამოქმედებისთანავე.
7.2. ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.


მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხულდარის საჯარო სკოლა
26.09.2019




მთარგმნელთა კლუბის სამუშაო გეგმა


აქტივობის დასახელება
განხორციელების თარიღი
შენიშვნა
1
კლუბის წევრების შეკრება და ლიდერის და მისი მოადგილის არჩევა.
30.09.2019
2
ნაწარმოები: იაკობ გოგოებაშვილი „იავნანამ რა ჰქმნა?!“
  • მწერლისა ბიოგრაფიული მონაცემებისა და ნაწარმოების სათარგმნად განაწილება კლუბის წევრთა შორის;
  • ილუსტრაციების შექმნა ნაწარმოებისთვის;
01.10.2019
3
შუალედური შეხვედრები; კლუბის წევრებთან ინდივიდუალური კონსულტაციები სათარგმნ ტექსტთან დაკავშირებით.
7.10.19 / 15.10.19 / 21.10.19
4
„იავნანამ რა ჰქმნა?!“ - ნათარგმნი ტექსტის პრეზენტაცია
31.10.2019
5
ნაწარმოები: აკაკი წერეთელი „ჩემი თავგადასავალი“ (შემოკლებული, ადაპტირებული ვარიანტი)
  • მწერლისა ბიოგრაფიული მონაცემებისა და ნაწარმოების სათარგმნად განაწილება კლუბის წევრთა შორის;
  • ილუსტრაციების შექმნა ნაწარმოებისთვის;
04.11.2019
6
შუალედური შეხვედრები; კლუბის წევრებთან ინდივიდუალური კონსულტაციები სათარგმნ ტექსტთან დაკავშირებით.
11.11.19 / 18.11.19
7
„ჩემი თავგადასავალი“ - ნათარგმნი ტექსტის პრეზენტაცია
28.11.2019
8
ნაწარმოები: ნოდარ დუმბაძე „ჰელადოს“
  • მწერლისა ბიოგრაფიული მონაცემებისა და ნაწარმოების სათარგმნად განაწილება კლუბის წევრთა შორის;
  • ილუსტრაციების შექმნა ნაწარმოებისთვის;
02.12.2019
9
შუალედური შეხვედრები; კლუბის წევრებთან ინდივიდუალური კონსულტაციები სათარგმნ ტექსტთან დაკავშირებით.
09.12.19 / 16.12.19
10
„ჰელადოს“ - ნათარგმნი ტექსტის პრეზენტაცია
26.12.2019
11
  • პირველ სემესტრში კლუბის მუშაობის შეფასება;
  • მომავალი მუშაობის დაგეგმვა;
20.01.2020
12
ნაწარმოები: სულხან-საბა ორბელიანი „სიბრძნე-სიცრუისა“ (საბავშვო გამოცემა)
  • მწერლისა ბიოგრაფიული მონაცემებისა და ნაწარმოების სათარგმნად განაწილება კლუბის წევრთა შორის;
  • ილუსტრაციების შექმნა ნაწარმოებისთვის;
27.01.2020
13
შუალედური შეხვედრები; კლუბის წევრებთან ინდივიდუალური კონსულტაციები სათარგმნ ტექსტთან დაკავშირებით.
03.02.20 / 10.02.20 / 17.02.20
14
„სიბრძნე-სიცრუისა“ - ნათარგმნი ტექსტის პრეზენტაცია
27.02.20
15
ნაწარმოები: არჩილ სულაკაური „ბიჭი და ძაღლი“
  • მწერლისა ბიოგრაფიული მონაცემებისა და ნაწარმოების სათარგმნად განაწილება კლუბის წევრთა შორის;
  • ილუსტრაციების შექმნა ნაწარმოებისთვის;
02.03.2020

16
შუალედური შეხვედრები; კლუბის წევრებთან ინდივიდუალური კონსულტაციები სათარგმნ ტექსტთან დაკავშირებით.
16.03.20 / 23.03.20

17
„ბიჭი და ძაღლი“ - ნათარგმნი ტექსტის პრეზენტაცია
31.03.2020

18
ნაწარმოები: ვაჟა-ფშაველა „შვლის ნუკრის ნაამბობი“
  • მწერლისა ბიოგრაფიული მონაცემებისა და ნაწარმოების სათარგმნად განაწილება კლუბის წევრთა შორის;
  • ილუსტრაციების შექმნა ნაწარმოებისთვის;
02.04.2020

19
შუალედური შეხვედრები; კლუბის წევრებთან ინდივიდუალური კონსულტაციები სათარგმნ ტექსტთან დაკავშირებით.
06.04.20 / 13.04.20 / 21.04.20

20
„შვლის ნუკრის ნაამბობი“ - ნათარგმნი ტექსტის პრეზენტაცია
30.04.2020

21
ნაწარმოები: ეკატერინე გაბაშვილი „მაგდანას ლურჯა“
  • მწერლისა ბიოგრაფიული მონაცემებისა და ნაწარმოების სათარგმნად განაწილება კლუბის წევრთა შორის;
  • ილუსტრაციების შექმნა ნაწარმოებისთვის;

04.05.2020

22
შუალედური შეხვედრები; კლუბის წევრებთან ინდივიდუალური კონსულტაციები სათარგმნ ტექსტთან დაკავშირებით.
11.05.20 / 18.05.20

23
„მაგდანას ლურჯა“ - ნათარგმნი ტექსტის პრეზენტაცია
28.05.2020

24
ნათარგმნი ნაწარმოებების და ილუსტრაციების წიგნად შეკვრა და პრეზენტაცია სკოლაში
01.06.2020

25
წლის განმავლობაში კლუბის მუშაობის შეფასება
08.06.2020


-------------------------------------------------------------------------

სასკოლო წრის სამოქმედო გეგმა

 (2018/2019 სასწ. წელი - I სემესტრი)

წრის ხელმძღვანელი: ლალი ალელიშვილი
წრის სახელწოდება: ქართული ენის წრე „ვსაუბრობთ ქართულად“
წრის მიზანი: საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის ქართულ ენაზე ლაპარაკის უნარის გაუმჯობესება;  სხვადასხვა თემატიკის ყოველდღიური სიტუაციების როლური გათამაშება;  
აქტუალობა: ნებისმიერი ენის შესწავლა ოთხი უნარის ფლობას გულისხმობს: მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა. ევროჩარჩოს მიხედვით ოთხივე ეს უნარი ენის ფლობის სხვადასხვა დონეზე განსხვავებულ მიზანს ისახავს. სასკოლო წრის ძირითადი ფუნქცია კი ამა თუ იმ დისციპლინაში ცოდნის გაღრმავებაა. მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვარჩიე ყურადღება ლაპარაკის უნარის გაუმჯობესებაზე გამემახვილებინა და თემები ყოველდღიური საჭიროების მიხედვით შემერჩია.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკას და  შეძლებენ საუბარს ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული თემებზე;
წრის მუშაობის პროცესის მონიტორინგი: წრის მუშაობის მონიტორინგი სისტემატიურად მოხდება როგორც დირექციის, ასევე წრის ხელმძღვანელის მიერ, რომელიც ყურადღებას მიაქცევს უშუალოდ რა შესრულდა და რა ვერ შესრულდა გეგმის მიხედვით. საჭიროების შემთვევაში გეგმაში შეიტანს ცვლილებებს.
წრის მუშაობის ხანგრძლივობა და პერიოდულობა: ერთი სემესტრი, კვირაში 1 დღე, 2 საათი
თემა / ქვეთემა
აქტივობები და მეთოდები
ჩემ შესახებ
სიტუაცია „გასაუბრება“ - გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით მოსწავლეები გადიან ე.წ. „გასაუბრებას“, სადაც წარადგენენ საკუთარ თავს და პასუხობენ „გამსაუბრებლის“ შეკითხვებს.
უცხო ქალაქში
სიტუაციები უცხო ადგილას მოხვედრისას:
·         გზის სწავლება
·         ღირსშესანიშნაობების დათვალიერება
რესტორანში
როლური თამაში - შეკვეთის მიცემა, მიმტანთან საუბარი და ა.შ.
ექიმთან
როლური თამაში - დიალოგი ექიმს, პაციენტსა და მის მშობელს შორის. რეცეპტის გამოწერა და ა.შ.
ზარი 112-ში
სიტუაციების გათამაშება. სატელეფონო საუბრები პოლიციის გამოსაძახებლად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროებისას და ა.შ.
პროფესია „გიდი“
გაკვეთილისთვის ემზადებიან სახლში: უნდა მოირგონ გიდის. პროფესია, არიჩიონ მათთვის საინტერესო ადგილი ან ღირსშესანიშნაობა და გააკეთონ ზეპირი პრეზენტაცია.
ინტერვიუ
სიტუაცია „ინტერვიუ ცნობილ ადამიანთან“ - მოსწავლეები გაინაწილებენ როლებს, შეადგენენ სავარაუდო კითხვებს, დიალოგის გეგმას და გაითამაშებენ როლს.
თემა „ტრადიციები“
ერთ-ერთ ეროვნულ ტრადიაციასთან დაკავშირებით აკეთებენ პრეზენტაციას კლასის წინაშე. შესაძლოა გაიმართოს დისკუსია და კითხვა-პასუხი.
თემა „საყვარელი ფილმი/ წიგნი...“
წარადგენენ მათთვის საყვარელ ფილმს / ნაწარმოებს. ყვებიან მის შინაარსს.
„ერთად ვქმნით მოთხრობას“
მოსწავლეები სხედან წრეში. ერთ-ერთი აპბობს რაიმე სიტყვას ან ფრაზას, მეორე ამატებს სხვა ფრაზას, მესამე აგრძელებს იგივე პრინციპით და ა.შ. საბოლოოდ, მათ ისე უნდა გააგრძელონ დაწყებული ფრაზა, რომ შეიქმნას მოთხრობა. ერთ-ერთი მოსწავლე, ან წრის ხელმძღვანელი იწერს მოსწავლეთა ფრაზებს და მათთან ერთად კითხულობს საბოლოო ვერსიას.
დისკუსია საინტერესო თემაზე
მოსწავლეები შეარჩევენ მათთვის საინტერესო საკითხს. შემდეგ დაიყოფიან ჯგუფებად, მოიფიქრებენ მოსაზრების გამამყარებელ და გამაბათილებელ არგუმენტებს და გამართავენ დისკუსიას.
„ბულინგი“
ფილმის ჩვენება - დისკუსია. მოსწავლეებს ვაჩვენებთ მოკლემეტრაჟან ფილმს ბულინგთან დაკავშირებით და შემდეგ ერთად ვისაუბრებთ მის შესახებ.






































სასკოლო წრის სამოქმედო გეგმა 
(2018-2019 სასწ. წლის II სემესტრი)

წრის ხელმძღვანელი: ლალი ალელიშვილი
წრის სახელწოდება: ქართული ენის წრე
წრის მიზანი: საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის ქართული ენის გრამატიკული უნარის გაუმჯობესება;  A1 და A2 დონის შესაბამისი გრამატიკული ნიუანსების გამეორება-შესწავლა.  
აქტუალობა: ნებისმიერი ენის შესწავლა გრამატიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, თუმცა მისი განცალკევებით სწავლება არაა რეკომენდირებული. გრამატიკა გზადაგზა, თემებთან ერთად უნდა მივაწოდოთ მოსწავლეს და არა განყენებულად, არამედ ბუნებრივად უნდა მოხდეს მისი შესწავლა. სასკოლო წრის ძირითადი ფუნქცია კი ამა თუ იმ დისციპლინაში ცოდნის გაღრმავებაა. მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვარჩიე ყურადღება იმ გრამატიკულ ნიუანსებზე შემეჩერებინა, რაც ამ ეტაპამდე უსწავლიათ და ერთგვარად მოხდრეს მათი შეჯამება, გახსენება და, საჭიროების შემთახვევაში, ხელახლა შესწავლა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიხსენებენ და შეისწავლიან იმ გრამატიკულ ნიუანსებს, რაც მათ ყოველდღიურ კომუნიკაციაში ჭირდებათ.
წრის მუშაობის პროცესის მონიტორინგი: წრის მუშაობის მონიტორინგი სისტემატიურად მოხდება როგორც დირექციის, ასევე წრის ხელმძღვანელის მიერ, რომელიც ყურადღებას მიაქცევს უშუალოდ რა შესრულდა და რა ვერ შესრულდა გეგმის მიხედვით. საჭიროების შემთვევაში გეგმაში შეიტანს ცვლილებებს.
წრის მუშაობის ხანგრძლივობა და პერიოდულობა: ერთი სემესტრი, კვირაში 1 დღე, 2 საათი
წრის თემატიკა:
·         ადგილის / ადგილმდებარეობის გამოხატვა (ზმნიზედები, თანდებულები)
·         დადასტურება / დაეჭვება-ვარაუდის გამოხატვა (ნაწილაკები)
·         ეტიკეტური სიტყვები და გამოთქმები (მისალმება-დამშვიდობებია, თავაზიანი საუბარი, პირში მონაცვლე ზმნები, მადლიერების გამოხატვა, მილოცვის ფორმულირება, მობოდიშება, მოკითხვა, შეთავაზება)
·         თვისების გამოხატვა (ზედსართავის სახელი, მსაზღვრელი ნათ. ბრ.-ის ფორმით, ხარისხის ფორმები)
·         იდენტიფიკაცია (არსებითი სახელი, რაოდ. რიცხვითი სახელი, პირის ნაცვალსახელები, შედგენილი შემასმენელი, საკუთარი და გეოგრაფიული სახელები)
·         კუთვნილების გამოხატვა (კუთვნილებითი ნაცვალსახელები, კომპოზიტები)
·         მთელის ნაწილის გამოხატვა (წილობითი რიცხ. სახელები)
·         მიმართვა (არს. სახ. მსაზღვრელად)
·         მიმართულების გამოხატვა (ზმნისწინები)
·         მოამედების / მდგომარეობის გამოხატვა (ზმნა, ზმნის უღლება, დრო, თანდებულიანი ბრუნვები, ზმნიზედა, დროის გარემოება)
·         მოქმედების დახასიათება (დროის ზმნიზედები)
·         მოქმედების ობიექტის გამოხატვა (პირ. ობიექტი მიცემით ბრ.-ში)
·         მოქმედების შესასრულებელი ინსტრუმენტის გამოხატვა (უბრალო დამატება)
·         რაოდენობის და რიგობითობის გამოხატვა (რიცხ. სახელები)
·         სადაურობის / წარმომავლობის გამოხატვა
·         საპირისპირო ქმედების გამოხატვა (მაპირისპირებელი კავშირები)
·         სიმრავლის გამოხატვა (ქვემდებარისა და შემასმენლის შეთანხმება, პირის ნაცვალსახელები, არს. სახელის მრ. რიცხვის წარმოება)
·         სურვილის გამოხატვა („უნდა“)
·         უარყოფა (ნაწილაკი)
·         ქონა-ყოლის მნიშვნელობის გამოხატვა
·         შეკითხვის ფორმულირება (კითხვითი წინადადება)
·         ჩვენება-მითითების გამოხატვა (ნაწილაკი, ჩვენებითი ნაცვალსახელები)
·         აკრძალვა (ბრძანებითი კილო)
·         არჩევითობა (შერწყმული წინადადება)
·         მოსაუბრის დამოკიდებულების გამოხატვა (შედგენილი შემასმენელი, ჩართული)
·         გარდაქცევითობის გამოხატვა (სახელის კუმშვა, ვითარებითი ბრუნვა)
·         დამატებითობის გამოხატვა (-ც ნაწილაკი)
·         ვალდებულების / აუცილებლობის გამოხატვა (II კავშირებითი)
·         თანამონაწილეობის გამოხატვა (ვით. ზმნიზედარ, თანდებული - „ერთად“, -თან)
·         მასალის შემადგენლობის გამოხატვა („-ის“ მაწარმობლიანი ფორმები)
·         მიზეზის გამოხატვა („გამო“, „იმიტომ, რომ“...)
·         მოვლენათა / საგანთა მონაცვლეობა („ხან - ხან“...)
·         მოქმედების დახასიათება (ზმნიზედები)
·         ნებართვის აღება (მოდალობა, თუ შეიძლება...)
·         შექება - მოწონების გამოხატვა (შორისდებული)

·         სემანტიკის გადმოცემა („შესახებ“)





























______________________________________________________


1 - „კითხვის წრე“

2017-18 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, მარნეულის მინიციპალიტეტის სოფ. ხულდარას საჯარო სკოლაში იფუნქციონირებს ქართული ენის კითვის წრე, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები შეძლებენ გაიუმჯობესონ ქართულად კითხვის უნარი.

წრის მუშაობის პროგრამა:
ნებისმიერი ენის შესწავლა ოთხი უნარის ფლობას გულისხმობს: მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი და წერა. აღნიშნული წრე ორიენტირებულია ქართული ენის შესწავლაზე  და მისი მიზანია მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ კითხვის უნარი A2 დონის ფარგლებში.

ენის ფლობის ამ დონის მიხედვით იქნება შედგენილი საკითხები და თემები:
  • მოკლე ტექსტები / შეტყობინებები
  • საინტერესო თემა (მსმენელთა ინტერესების გათვალისწინებით)
  • განრიგი / ცხრილი / მენიუ / რეკლამა / განცხადება
  • პირადი წერილი
  • სარჩევი / საძიებელი / ინტერნეტი
  • სტატია (ჟურნალი / გაზეთი/ ინტერნეტი)
  • წარწერები / აბრები / მინიშნებები
  • მოსაწვევი / აფიშა / ფესტივალების პროგრამა
  • ინსტრუქციები (ყოველდღიური მოხმარების საგნები)
  • არაოფიციალური წერილი
  • მხატვრული ტექსტი
  • საინტერესო ინფორმაცია ჟურნალ-გაზეთებიდან / ინტერნეტიდან
  • ინტერვიუ

შეხვედრების განრიგი: ყოველი კვირის სამშაბათი დღე. 3/X/17 - დან 26/XII/17 ჩათვლით.


"კითხვის წრე" - ფოტოები





2 - „ქართულის წრე - მოსმენის უნარი“


2017-18 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, მარნეულის მინიციპალიტეტის სოფ. ხულდარის საჯარო სკოლაში იფუნქციონირებს ქართული ენის წრე, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები შეძლებენ გაიუმჯობესონ მოსმენის უნარ-ჩვევა ქართულში.

წრის მუშაობის პროგრამა:
ნებისმიერი ენის შესწავლა ოთხი უნარის ფლობას გულისხმობს: მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი და წერა. აღნიშნული წრე ორიენტირებულია ქართული ენის შესწავლაზე  და მისი მიზანია მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ მოსმენის უნარი A2 დონის ფარგლებში.


ენის ფლობის ამ დონის მიხედვით იქნება შედგენილი საკითხები და თემები:
·       დიალოგი (მაგ.: გამყიდველისა და მყიდველის...)
·       ოჯახი, სწავლა, სამუშაო, თავისუფალი დრო
·       საყოფაცხოვრებო საკითხები
·       მოკლე, მარტივი შეტყობინებები ნაცნობ თემაზე
·       ნივთის ფერი, ზომა, წონა, მოცულობა
·       დანიშნულების ადგილამდე მისვლა / გზის სწავლება
·       ძირითადი ინფორმაცია საინტერესო თემაზე
·       სპორტული ანგარიში, ამინდი, რეკლამა
·       შემთხვევით გაგებული საუბარი (მაგ.: ტრანსპორტში, მაღაზიაში...)
·       მოსაუბრის განწყობის ამოცნობა

შეხვედრების განრიგი: ყოველი კვირის ხუთშაბათი დღე. 1/II/18 - დან 31/V/18 ჩათვლით.





No comments:

Post a Comment