პროექტები


  "არა ძალადობას! ძალა უფლებას!" (2020 წ.)

IX და XI კლასის მოსწავლეების  ერთობლვი ონლაინ-პროექტი 



______________________________________________________


2018-2019 სასწ. წელი


პროექტი "მე მაქვს უფლება..." 
(10 დეკემბერი - ადამიანის უფლებების საყოველთაო დღე)



პროექტის სახელწოდება
„მე მაქვს უფლება...“
პროექტში მონაწილეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხულდარისა საბაზო საფეხურის მოსწავლეები




პრობლემის ანალიზი

10 დეკემბერი - ეს არის ადამიანის უფლებების საყოველთაო დღე, რომლის შესახებაც აუცილებელია მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება. მათ უნდა იცოდნენ, რომ არსებობს დოკუმენტი, რომელშიც გაწერილი თუ რა ძირითადი უფლება-მოვალეობები აკისრია ადამიანს და როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი თუ სხვისი უფლებები. სკოლა ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მათ სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კუთხით მუშაობა არაქართულენოვან სკოლებში, რათა მათ თავიდანვე ჩამოუყალიბდეთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და ქვეყნის სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი.
გარდა ამისა სასწავლო პროცესი მხოლოდ გაკვეთილებით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კლასგარეშე აქტივობებსაც, რომლებშიც მოსწავლეები უფრო მეტი ინტერესითა და ხალისით ერთვებიან.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებს სათანადო დონეზე არ აქვთ გამომუშავებული აუდიტორიასთან ურთიერთობის და პრეზენტირების, ჯგუფური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარები, რასაც სასწავლო პროექტები დიდად უწყობს ხელს.


პროექტის მიზანი
მოსწავლეებისათვის ადამიანის უფლებათა შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება. ასევე, სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ზეპირმეტყველების უნარის განვითარება, აუდიტიორიასთან ურთიერობის და პრეზენტირების უნარის გამომუშავება, მოსწავლეებში ჯგუფური და თანამშრომლობითი უნარების განვითარება, ცოდნის რეალიზებაში ხელშეწყობა და სწავლის მოტივაციის გაზრდა.



ეროვნულ სასწავლო გეგმასთან/სტანდარტთან კავშირი
..V.16. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა.
..V.19. - მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება.

..V.24. - მოსწავლეს შეუძლია ლაპარაკის სტრატეგიების გამოყენება.

..V.25. - მოსწავლეს შეუძლია პროექტი განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.  

..V.32. - მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, გუნდის წევრებთან და მეწყვილესთან. 

.. VII.14. - მოსწავლეს შეუძლია ისეთი ტექსტების შექმნა, რომლებშიც ავლენს პიროვნულ და შემოქმედებით დამოკიდებულებას.

..VII. 28. - მოსწავლეს შედეგების გაუმჯობესების მიზნით შეუძლია თანაკლასელებთანმასწავლებელთან და მეწყვილესთან თანამშრომლობა.


პროექტის ამოცანები

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დღის აღნიშვნა. მოსწავლეებისათვის  და სკოლის საზოგადოებისთვის ამ დღისა და, ზოგადად, ადამიანის ძირითად უფლება-მოვალეობებზე ინფორმაციის მიწოდება; საკუთარი უფლებების შესახებ აზრის სხვადასხვა სახით გამოხატვა; ამ თემასთან დაკავშირებული ლექსიკის შესწავლა.

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის შედეგად მოსწავლეებს აუმაღლდებათ ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნა, გაუმრავალფეროვნდებათ ლექსიკა და უკეთ შეძლებენ პრეზენტაციისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას. მსგავსი აქტივობები გამოიწვევს მათი მოტივაციის გაზრდას, რაც დადებითად აისახებს სასწავლო პროცესზეც.
მიზნობრივი ჯგუფი

სოფ. ხულდარისა საჯაროს სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები
პროექტის ვადები
03/XII/2018 – 10/XII/2018


ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე აქტივობა:
1 - პრეზენტაცია ადამიანის უფლებებისა და საყოველთაო დეკლარაციის შესახებ;
2 - ფლაერების დარიგება სკოლაში - თითოეულ ფლაერზე მითითებული იქნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თითო მუხლი ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე;
3 – აქტივობა „მე მაქვს უფლება...“ - მოსწავლეები გამოჭრიან ხელებს, რომელზეც დაწერენ თავიანთ შეხედულებას თუ რისი უფლება აქვთ მათ.
4 - ნახატების გამოფენა;

სარგებელი სხვებისთვის
მოსწავლეებს შესაძლებლობა ექმნებათ გამოავლინონ თავიანთი ცოდნა, გამოიმუშავონ გარკვეული უნარ-ჩვევები და გაუღვივონ ინტერესი სხვა კლასის მოსწავლეებსა და/ან მასწავლებლებს, რათა შემდგომში გაუჩნდეთ მოტივაცია თვითონაც დაგეგმონ და განახორციელონ მსგავსი სასწავლო პროექტები.                                                                                
პროექტის გამოყენებითი ხასიათი კოლეგებისთვის
პროექტი ეხმარება კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში და ბადებს მისი საკუთარ პრაქტიკაში გამოყენების სურვილს. მსგავსი პროექტი წარმატებით შეუძლია განახორცილონ სხვადასხვა ენის, სამოქალაქო განათლების, ისტორიისა და ხელოვნების მასწავლებლებმა.                 

რესურსები:
·           ფორმატები, თაბახები
·           ფლომასტერები, მარკერები , ფერადი ფანქრები
·           ფერადი ფურცლები
·           მაკრატელი, წებო
პროექტის მონიტორინგი და შეფასება
პროექტის მიმდინარეობაზე მონიტორინგი განხორციელდება ეტაპობრივად:
·         მოსწავლეთა ჯგუფების შექმნა;
·         პროექტისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფა;
·         უშუალოდ პროექტის განხორციელების პროცესში ჯგუფებზე დაკვირვება;
პროექტის შესაფასებლად კი გამოვიყენებთ შემდეგ ინსტრუმენტებს:
·         ჯგუფის წევრების მზადყოფნა;
·         დაგეგმილი აქტივობების სრულად განხორციელება;
·         რესურსების შესაბამისობა მიზანთან;
·         ჯგუფებს შიგნით თანამშრომლობა და ყველა წევრის ჩართულობა;

პროექტის ხელმძღვანელები:
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხულდარას ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი, ლალი ალელიშვილი -  lali.alelishvili@gmail.com;
პროექტის განხორციელების ვადები:

აქტივობები
3 / XII
4 – 6 / XII
10 / XII
1
პროექტის დაგეგმვა
X


2
მოსწავლეთა ინფორმირება / ჯგუფების შექმნა
X


3
პროექტის სხვადასხვა აქტივობებზე მუშაობა (ინფორმაციის მოძიება, საჭირო ინფორმაციის თარგმანა, ნახატებზე მუშაობა და ა.შ.)

X

4
პროექტის პრეზენტაცია (კედლის გაზეთების პრეზენტაცია, ფლაერების დარიგება, ნახატების გამოფენა)


X





















პროექტი "საახალწლო საჩუქარი ბავშვებს"

პროექტის სახელწოდება
საახალწლო საჩუქარი ბავშვებს“
პროექტში მონაწილეები
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხულდარისა საბაზო საფეხურის მოსწავლეები



პრობლემის ანალიზი

ახალი წელი ყველასთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია. განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს და უხარიათ საჩუქრების მიღება. სამწუხაროდ, ყველა ოჯახს არ აქვს იმის საშუალება, რომ ახალ წელს შვილები გაახაროს.
ეს პროექტი იქნება ერთგვარი საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც სოფელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ბავშებს გავუკეთებთ საჩუქრებს და გავახარებთ საახალწლოდ.
გარდა ამისა სასწავლო პროცესი მხოლოდ გაკვეთილებით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კლასგარეშე აქტივობებსაც, რომლებშიც მოსწავლეები უფრო მეტი ინტერესითა და ხალისით ერთვებიან.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებს არ აქვთ მსგავს პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება და მათთვისაც საინტერესო და მოტივაციის ასამაღლებელი იქნება.

პროექტის მიზანი
საახალწლო განწყობის შექმნა, სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება, მოსწავლეებში ქველმოქმედებისა და ტოლერანტული უნარების გააქტიურება, მსგავსი აქტივობების მნიშვნელობის გააზრება და მათში აქტიური ჩართულობა.



ეროვნულ სასწავლო გეგმასთან/სტანდარტთან კავშირი
..V.16.მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა.
..V.19. - მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება.

..V.25. - მოსწავლეს შეუძლია პროექტი განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.  

..V.32. - მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, გუნდის წევრებთან და მეწყვილესთან. 

.. VII.14. - მოსწავლეს შეუძლია ისეთი ტექსტების შექმნა, რომლებშიც ავლენს პიროვნულ და შემოქმედებით დამოკიდებულებას.

..VII. 28. - მოსწავლეს შედეგების გაუმჯობესების მიზნით შეუძლია თანაკლასელებთანმასწავლებელთან და მეწყვილესთან თანამშრომლობა.

პროექტის ამოცანები

  • მისალოცი ბარათებების დამზადება;
  • სასაჩუქრე ყუთების შექმნა;
  • საჩუქრების დარიგება ბავშვებისთვის;

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის შედეგად მოსწავლეებს შეექმნებათ წინასაახალწლო განწყობა, გაიაზრებენ ტოლერანტობისა და ქველმოქმედების მნიშვნელობას და მათ საჭიროებას საზოგადოებისთვის.
მიზნობრივი ჯგუფი

სოფ. ხულდარისა საჯაროს სკოლის მოსწავლეები და სოფლის სოციალურად დაუცველი ბავშვები.
პროექტის ვადები
24/XII/2018 – 27/XII/2018

ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე აქტივობა:
1 - მოსწავლეები ამზადებენ მისალოც ბარათებს;
2 - აკეთებენ სასაჩუქრე შეფუთვებს;
3 – საჩუქრებს ურიგებენ ბავშვებს;

სარგებელი სხვებისთვის
მოსწავლეებს შესაძლებლობა ექმნებათ მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში, გამოხატონ ემპათია და გაუღვივონ ინტერესი სხვა კლასის მოსწავლეებსა და/ან მასწავლებლებს, რათა შემდგომში გაუჩნდეთ მოტივაცია თვითონაც დაგეგმონ და განახორციელონ მსგავსი პროექტები.                                                                          
პროექტის გამოყენებითი ხასიათი კოლეგებისთვის
პროექტი ეხმარება კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში და ბადებს მისი საკუთარ პრაქტიკაში გამოყენების სურვილს. მსგავსი პროექტი წარმატებით შეუძლია განახორცილოს ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა.       

რესურსები:
·           ფერადი თაბახის ფურცლები
·           ფლომასტერები, ფერადი ფანქრები
·           ნაძვის ხის სათამაშოები
·           ბუშტები
·           ხილი
·           ტკბილეული
პროექტის მონიტორინგი და შეფასება
პროექტის მიმდინარეობაზე მონიტორინგი განხორციელდება ეტაპობრივად:
·         პროექტისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფა;
·         უშუალოდ პროექტის განხორციელების პროცესში ჯგუფებზე დაკვირვება;
პროექტის შესაფასებლად კი გამოვიყენებთ შემდეგ ინსტრუმენტებს:
·         ჯგუფის წევრების მზადყოფნა;
·         დაგეგმილი აქტივობების სრულად განხორციელება;
·         რესურსების შესაბამისობა მიზანთან;
·         მოსწავლეთა შორის თანამშრომლობა და ყველას ჩართულობა;

პროექტის ხელმძღვანელები:
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხულდარას ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი, ლალი ალელიშვილი -  lali.alelishvili@gmail.com;
პროექტის განხორციელების ვადები:

აქტივობები
24/XII
25/XII
26/XII
27/XII
1
პროექტის დაგეგმვა
X



2
მოსწავლეთა ინფორმირება
X



3
მისალოც ბარათებზე მუშაობა

X


4
სასაჩუქრე შეფუთვების დამზადება


X

5
საჩუქრების დარიგება



X
















---------------------------------------------------------------------------------------------




1 - სასწავლო პროექტი
ინტელექტუალური თამაში: "რა? სად? როდის?"
პროექტის სახელწოდება
რა? სად? როდის?“
პროექტში მონაწილეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფ. ხულდარისა და სოფ. ცოფის VII IX კლასის მოსწავლეები




პრობლემის ანალიზი

სასწავლო პროცესი მხოლოდ გაკვეთილებით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კლასგარეშე აქტივობებსაც, რომლებშიც მოსწავლეები უფრო მეტი ინტერესითა და ხალისით ერთვებიან.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებს სათანადო დონეზე არ აქვთ გამომუშავებული აუდიტორიასთან ურთიერთობის და პრეზენტირების, ჯგუფური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარები.
ეს პროექტი არის ინტელექტუალური თამაში, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და უნარები.



პროექტის მიზანი
არაქართულენოვან სკოლებში სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ზეპირმეტყველების უნარის განვითარება, აუდიტიორიასთან ურთიერტობის და პრეზენტირების უნარის გამომუშავება, განსხვავებული აზრის მიღება და პატივისცემა, დისკუსიის დროს კამათის წესების დაცვა, მოსწავლეებში ჯგუფური და თანამშრომლობითი უნარების განვითარება, ცოდნის რეალიზებაში ხელშეწყობა და სწავლის მოტივაციის გაზრდა.
 ასევე, მეზობელი სკოლების დამეგობრება და გასვლითი ღონისძიებების ხელშეწყობა.



ეროვნულ სასწავლო გეგმასთან/სტანდარტთან კავშირი
·       ამოიცნობს თემას;
·       ამოიცნობს და მოინიშნავს კონკრეტულ ინფორმაციას.

..V.21. - მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.

·       სვამს/პასუხობს კითხვებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით;
·       სვამს /პასუხობს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობი თემების გარშემო;
·       პასუხობს ნასწავლი  ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ  კითხვებზე;
·       მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში;
..V.23. - მოსწავლეს შეუძლია ფუნქციურად გამოიყენოს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები.  
·       იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის  წინადადებების წარმოთქმის დროს;
·       ცდილობს მართებულად გამოიყენოს  თავაზიანი და ფამილარული ფორმები;
·       სათანადო კონტექსტში სწორად იყენებს კითხვით ნაცვალსახელებსა და კითხვით სიტყვებს (ვინ? რა? რამდენი? როდის? როგორი? რომელი? და სხვა);
·       სათანადოდ იყენებს პირის, ჩვენებით (ეს/ის) და კითხვით (რომელი თუ როგორი) ნაცვალსახელებს;
·       ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (მაგ., ერთხელ, თავიდან, მერე, ბოლოს);
·       იყენებს კონტექსტის შესაფერის მარტივ ენობრივ ფორმულებსა და კონსტრუქციებს;
·       კონტექსტის მიხედვით სწორად იყენებს ზმნის სხვადასხვა მწკრივის ფორმას (აწმყო, უწყვეტელი, წყვეტილი, მყოფადი);
·       სასაუბრო თემებისათვის იყენებს სათანადო ლექსიკას;
..V.19. - მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება.
·       სამუშაოს დაწყებამდე თავს უყრის საჭირო რესურსებს (ლექსიკური თუ გრამატიკული მასალა, ნიმუშები, ენობრივი კონსტრუქციები და სხვა);
·       შავ ვარიანტს აკითხებს თანაკლასელს, ითვალისწინებს მის შენიშვნებს;
·       შეაქვს მარტივი შესწორებები შინაარსობრივი თვალსაზრისით (მაგ., სიტყვის/წინადადების ჩამატება ან წაშლა და სხვა). 

..V.24. - მოსწავლეს შეუძლია ლაპარაკის სტრატეგიების გამოყენება.

·  მშობლიურ ენაზე ითხოვს დახმარებას მასწავლებლის ან თანაკლასელისაგან;

·  იყენებს კომუნიკაციის არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკას, მითითებას);
·  წინასწარ ვარჯიშობს, გადის რეპეტიციას მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან ერთად.
..V.5. - მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.    
·  ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·  ჩანაწერის ან უშუალოდ მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია);
·  ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ სიტყვიერ თუ არასიტყვიერ  ელემენტებზე დაყრდნობით (კონტექსტი, მიმიკა/ჟესტიკულაცია, ინტონაცია, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია და სხვა);
·  მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა.
. . VI. 2. -მოსწავლეს შეუძლია ზეპირი განცხადებების, მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, შეტყობინებების, მარშრუტის გაგება.
·       ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას;
·       ამოიცნობს ცალკეულ მოქმედებებსა და მათ თანამიმდევრულობას;


პროექტის ამოცანები

კლასგარეშე აქტივობების განვითარებისა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით ინტელექტუალური თამაში ჩატარდება ორივე სკოლაში ცალ-ცალკე, კლასებს შორის და გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ სკოლებს შორის შეჯიბრებაში.
ორივე ეტაპი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პრეზენტაციის, გუნდური მუშაობის, სხვისი აზრის პატივისცემისა და  თანამშრომლობის უნარების განვითარებას.

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის შედეგად მოსწავლეები უკეთ შეძლებენ თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, შეაფასებენ თავიანთ ცოდნასა და შესაძლებლობებს. მსგავსი აქტივობები გამოიწვევს მათი მოტივაციის გაზრდას, რაც დადებითად აისახებს სასწავლო პროცესზეც.
მიზნობრივი ჯგუფი

სოფ. ხულდარისა და სოფ. ცოფის  საჯაროს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები
პროექტის ვადები
23/X/2017 – 10/XI/2017


ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები

პროექტი დაგეგმილია ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე ჩატარდება სკოლის შიდა შესარჩევი თამაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 4-4 მოსწავლისაგან შემდგარი სამი გუნდი. გამარჯვებული გუნდი ითამაშებს მეორე ეტაპზე, სადაც შეეჯიბრება მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფ. ცოფის საჯარო სკოლის გამარჯვებულ გუნდს.
თამაში სამი ნაწილისაგან შედგება:
I - ზოგადი (სააზროვნო) კითხვები;
II - ლიდერების კონკურსი (ლიდერები პასუხობენ 10 კითხვას საქართველოსა და ქართული ენის შესახებ)
III – ე.წ. „შავი ყუთი“ (3 ზოგადი კითხვა) და ბლიცი (ერთ-ერთმა მოსწავლემ უნდა უპასუხოს შეკითხვებს ილუსტრაციების მიხედვით).
ორივე ეტაპზე მონაწილე  გუნდები მიიღებენ სიგელებს (I, II, III ადგილი) და მონაწილის სერთიფიკატებს.

სარგებელი სხვებისთვის
მოსწავლეებს შესაძლებლობა ექმნებათ გამოავლინონ თავიანთი ცოდნა, გამოიმუშავონ გარკვეული უნარ-ჩვევები და გაუღვივინ ინტერესი სხვა კლასის მოსწავლეებსა და/ან მასწავლებლებს, რათა შემდგომში გაუჩნდეთ მოტივაცია თვითონაც დაგეგმონ და განახორციელონ მსგავსი სასწავლო პროექტები.                                                                                
პროექტის გამოყენებითი ხასიათი კოლეგებისთვის
პროექტი ეხმარება კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში და ბადებს მისი საკუთარ პრაქტიკაში გამოყენების სურვილს. მსგავსი პროექტი წარმატებით შეუძლია განახორცილოს ყველა საგნის მასწავლებელმა და მოარგოს საკუთარი დისციპლინის სპეციფიკას.                               

რესურსები:
·           წებოვანი ქაღალდები, ფორმატი და თაბახის ფურცლები, კალმები;
·           ნივთები ე.წ.  „შავი ყუთისთვის“;
·           ფოტოაპარატი;
·           ტრანსპორტი;
პროექტის მონიტორინგი და შეფასება  
პროექტის მიმდინარეობაზე მონიტორინგი განხორციელდება ეტაპობრივად:
        ·  მოსწავლეთა ჯგუფების შექმნა;
      · თამაშის ორივე ტურისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფა;
       · უშუალოდ პროექტის განხორციელების პროცესში ჯგუფებზე დაკვირვება;
        ·    დროის რეგლამენტის დაცვა;

პროექტის შესაფასებლად კი გამოვიყენებთ შემდეგ ინსტრუმენტებს:
         ·     ჯგუფის წევრების მზადყოფნა;
    ·დაგეგმილი აქტივობების სრულად განხორციელება;
         ·      რესურსების შესაბამისობა მიზანთან;
    · ჯგუფებს შიგნით თანამშრომლობა და ყველა წევრის ჩართულობა;
 ·პროექტში ჩართული ყველა მხარის კეთილსინდისიერება (არ მოხდეს კარნახი, სხვა ჯგუფების პასუხების მითვისება და ა.შ.)
         · დროის რეგლამენტის დაცვა;

პროექტის ხელმძღვანელები:
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხულდარას ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი, ლალი ალელიშვილი -  lali.alelishvili@gmail.com;
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ცოფის ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი, ფატი მუშკუდიანი - f.mushkudiani@gmail.com;
პროექტის განხორციელების ვადები:

აქტივობები
23/X - 26/X
30/X – 2/XI
6/XI – 10/XI
1
პროექტის დაგეგმვა
X


2
პირველი ტური - სკოლის შიდა შესარჩევი თამაში

X

3
მეორე ტური - სკოლებს შორის შეჯიბრება


X
1.       I ეტაპის (შიდა სასკოლო) ფოტოები:









II ეტაპის (სკოლებს შორის) ფოტოები:
























2 - სასწავლო პროექტი
"საბავშვო მოთხრობები" - ხელნაწერი წიგნი

პროექტის სახელწოდება
 „საბავშვო მოთხრობები“ - ხელნაწერი წიგნი
პროექტში მონაწილეები

 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხულდარის  საჯარო სკოლის მე-8 კლასის   მოსწავლეები




პრობლემის ანალიზი

ეფექტური სასწავლო პროცესი მხოლოდ კარგად დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილებით არ შემოიფარგლება. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აკისრია კლასგარეშე აქტივობებსაც. სწორედ ამ ნაწილის განვითარებას გულისხმობს სასწავლო პროექტები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
გარდა ამისა, არაქართულენოვანი მოსწავლეები ნაკლებად იცნობენ ქართულ მოთხრობებს და ნაწარმოებებს, ამიტომ ამ პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანულად გადათარგმნიან რამდენიმე ქართულ საბავშვო მოთხრობას და შექმნიან ერთგვარ ბილინგვურ (ქართულ-აზერბაიჯანულ) ხელნაწერ წიგნს, რომელსაც სხვებიც გაეცნობიან, რადგან გადასცემენ სკოლის ბიბლიოთეკას დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის.



პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება; ქართული ენისა და ქართული მოთხრობების პოპულარიზაცია; ლექსიკური მარაგის გამდიდრება; შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარება; თარგმანისათვის საჭირო ელემენტარული უნარების გამომუშავება - ინფორმაციის მოძიება, ლექსიკონის გამოყენება, წინადადების წყობასა და სათანადო ლექსიკის გამოყენებაზე მუშაობა, რედაქტირება და ურთიერთდახმარება.







ეროვნულ სასწავლო გეგმასთან/სტანდარტთან კავშირი
..VI.9. - მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული შემეცნებითი ხასიათის  ტექსტების წაკითხვა და გაგება.
    ·  ამოიცნობს ილუსტრაციების ქვეშ მოცემული წარწერების შინაარსს;
  · ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას, ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი წარწერა;
     ·   ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია;
      ·    ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
  · ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას (მოქმედების დრო, ადგილი და სხვა);
   · ექსპლიციტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა;
     ·  ამოიცნობს ტექსტის ნაწილებს შორის კავშირს (ლოგიკურს, ქრონოლოგიურს);
   · ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან.

..VI.10. - მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ადაპტირებული თხრობითი ხასიათის სხვადასხვა ტიპის ტექსტის (მოთხრობა, ლიტერატურული ზღაპარი, ლეგენდა) წაკითხვა და გაგება.
        ·     სათაურს აკავშირებს ტექსტთან;
        ·     ამოიცნობს პერსონაჟებს;
        ·  ამოიცნობს ცალკეული ეპიზოდის თემას, შინაარსს;
    ·გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისი, ამბის განვითარება, დასკვნა);
        ·      ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობას;
 · ასახელებს ტექსტში ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციას;
     ·    ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს, აღწერს საგნებს, გარემოს;
       ·      ამოიცნობს პერსონაჟთა ქცევის მოტივს;
   · ამოიცნობს და განმარტავს ლიტერატურული ზღაპრის მსგავსება-განსხვავებას ხალხურ ზღაპართან;
  · განმარტავს, სად იწყება და სად მთავრდება ამბის განვითარების საფეხურები და მიუთითებს შესაბამის მარკერებზე.
..VI.11. - მოსწავლეს შეუძლია აარამხატვრული და მხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა. 
     ·    ერთი ტექსტის ფარგლებში გამოყოფს ტექსტის ფუნქციურ ტიპებს (თხრობა, აღწერა) და მიუთითებს შესაბამის ნიშნებზე (მაგ., აღწერისას - ზედსართავებისა და ნაზმნარი ზედსართავების, ანუ მიმღეობების სიჭარბე, ზმნების ნაკლები რაოდენობა; თხრობისას - ზმნების სიჭარბე, მოქმედების თანამიმდევრულობა და მისი მარკერები და სხვა);
      ·    სტრუქტურული ორგანიზების მიხედვით ადარებს ერთმანეთს ერთი და იმავე ტიპის ტექსტებს და მსჯელობს, რომელი მათგანი უფრო მეტად უწყობს ხელს ტექსტის აღქმას;
     ·      კონტექსტის მიხედვით ამოიცნობს კონკრეტული თანდებულის ფუნქციას (მაგ., -დან - -მდე თანდებულებით ადგილისა და დროში სიხშირის/ინტენსივობის  განსაზღვრა და სხვა);
        ·    ამოიცნობს დროთა თანამიმდევრობისა და ლოგიკური ურთიერთმიმართების გამომხატველ სიტყვებს, სიტყვათშეხამებებსა და კავშირებს;  
         ·     ამოიცნობს შეფასება/დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ ფორმულებს;
         ·    ამოიცნობს და მართებულად აკავშირებს მისათითებელ სიტყვებსა და წევრ-კავშირებს ერთმანეთთან (მაგ., იქ - სადაც, მაშინ - როცა  და სხვა);
        ·  ამოიცნობს სასვენი ნიშნების ფუნქციას (მაგ., კონტექსტის მიხედვით ამოიცნობს, რა არის გამოხატული ძახილის ნიშნით -ბრძანება, თხოვნა, სიხარული, მწუხარება და სხვა).

..VI.13.-მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით კითხვის სტრატეგიების გამოყენება.
  · გაგების გასაადვილებლად იშველიებს არასიტყვიერ ელემენტებს (ტიპოგრაფიული მინიშნებები /მსხვილი, გადახრილი შრიფტი, ხაზგასმა, სასვენი ნიშნები, ილუსტრაცია, ლოგო და სხვა);
         ·      პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს და არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე;
      ·     სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს რთულ ან მნიშვნელოვან ადგილებს;
       ·  კონტექსტის, გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას;
     ·  კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით სწრაფად წაიკითხავს ტექსტს, ეძებს შესაბამისს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, თავების/პარაგრაფების სათაურებს, კითხულობს აბზაცების პირველ წინადადებებს;
       ·    ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ;
  · სარგებლობს საბავშვო ბიბლიოთეკის ანბანური და თემატური კატალოგებით იგებს და იყენებს ბიბლიოთეკის კატალოგებსა და ბარათებზე განთავსებულ ინფორმაციას (ავტორი, სათაური, გვერდების რაოდენობა), ამოიცნობს და მოიძიებს, ძირითად, საბავშვო სერიულ გამოცემებს;
     ·      მარტივი ენით აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური.
..VI.21. - მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება.
     · საჭირო ინფორმაციას მოიძიებს სხვადასხვა წყაროდან (სამეცნიერო ლიტერატურა, ინტერნეტი, საგაზეთო სტატია და სხვა);
          ·      მოიძიებს შესაბამის ილუსტრაციებს;
          ·      არჩევს გზამკვლევის რუბრიკებს;
          ·   ადგენს შესასრულებელი მასალის სამუშაო გეგმას;
  • სამუშაოს დაწყებამდე თავს უყრის საჭირო ენობრივ რესურსებს (ლექსიკური თუ გრამატიკული მასალა, ნიმუშები, ენობრივი კონსტრუქციები და სხვა);
  • წერს შავ ვარიანტს;
  • აკითხებს თანაკლასელს, ითვალისწინებს მის შენიშვნებს;
  • გადაიკითხავს ნაწერს მისი გასწორების მიზნით (ასწორებს ენობრივ შეცდომებს, აუმჯობესებს დიზაინს - სიტყვიერი და არასიტყვიერი მაორგანიზებელი ელემენტების განლაგებას).


პროექტის ამოცანები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებთან ერთად ავარჩევთ და გავანაწილებთ რამდენიმე ქართულ საბავშვო მოთხრობას, რომლებსაც გადათარგმნიან აზერბაიჯანულ ენაზე.
თარგმანის პირველ ვერსიას რედაქტირებისათვის წააკითხებენ თანაკლასელებს და მშობლიური ენის მასწავლებელს. შემდეგ  წერენ გადამუშავებულ ვერსიას და თვითონვე აფორმებენ ნახატებით;
ეს ნამუშევრები აიკინძება ერთ ხელნაწერ წიგნად, რომელსაც მოსწავლეები გადასცემენ სკოლის ბიბლიოთეკას დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისი გამოყენება და წაკითხვა.


მოსალოდნელი შედეგები

პროექტის შედეგად მოსწავლეებს მიეცემათ საკუთარი ცოდნის შეფასებისა და გამოყენების საშუალება; უფრო მეტად დაინტერესდებიან ქართული ენის სწავლით; გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს;
გარდა ამისა, განუვითარდებათ შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარები და შეიძენენ პრაქტიკული თარგმანის ელემენტარულ უნარებს.
მიზნობრივი ჯგუფი

სოფ. ხულდარის საჯარო სკოლის სხვადასხვა საფეხურის  მოსწავლეები და პედაგოგები
პროექტის ვადები
20/11/2017 – 20/12/2017
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები

პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპის გავლას მოითხოვს:
·         იდეის გაცნობა მოსწავლეებისთვის;
·         იმ მსურველი მოსწავლეების შერჩევა, ვინც გადათარგმნის მოთხრობებს;
·         მოსწავლეთა ჩართულობით მოთხრობების შერჩევა და განაწილება;
·         თარგმანზე მუშაობის დაწყება;
·         პირველადი ნათარგმნის რედაქტირება;
·         საბოლოო თარგმანები და მათი ილუსტრაციები;
·         ხელნაწერის აკინძვა და საბოლოო წიგნის შექმნა;
სარგებელი სხვებისთვის
პროექტზე მომუშავე მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ქართულ მოთხრობებს. მიხვდნენ თარგმანის სპეციფიკას, ისწავლონ მსგავს პროექტებზე მუშაობა. განუვითარდეთ შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარები.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მშობლიურ ენაზე გაეცნონ ქართულ მოთხრობებს;
                                                        
პროექტის გამოყენებითი ხასიათი კოლეგებისთვის
სასარგებლოა სხვა უცხო ენის პედაგოგებისთვის. მათაც შეუძლიათ დაგეგმონ მსგავსი პროექტები, რაც უფრო მეტად აუმაღლებს მოტივაციას მოსწავლეებსაც.
პროექტის მონიტორინგი და შეფასება  
პროექტის მიმდინარეობაზე მონიტორინგი განხორციელდება ეტაპობრივად:
    ·    მოსწავლეების  მიერ მოთხრობების არჩევა, მათი ცოდნისა და უნარების გათვალისწინება შერჩევის პროცესში;
    · თარგმნის დაწყება და მისი მიმდინარეობა ეტაპობრივად;
      ·    მოსწავლეთა დახმარება თარგმნის პროცესში;
      ·  დროის ორგანიზება და დედლაინების დაცვა თარგმნის და რედაქტირების პროცესში;

პროექტის შესაფასებლად კი გამოვიყენებთ შემდეგ ინსტრუმენტებს:
      ·      დაგეგმილი აქტივობების სრულად განხორციელება;
      ·    აქტივობების შესაბამისობა მიზანთან;
      ·    ილუსტრაციების შესამაბისობა მოთხრობებთან;
      ·    მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების გათვალისწინება;
 · მოსწავლეთა შორის თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება;
       ·     საბოლოო პროდუქტის დაგეგმილ ვადაში შექმნა;


რესურსები:
  ·სხვადასხვა მხატვრული ტექსტები (მოთხრობები, ზღაპრები)
            ·  ფურცლები
            ·   ფერადი ფანქრები
            ·  კალმები
            ·  ლექსიკონები
            · ინტერნეტ რესურსები
პროექტის ხელმძღვანელი:
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხულდარას ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი, ლალი ალელიშვილი -  lali.alelishvili@gmail.com;
პროექტის განხორციელების ვადები:

აქტივობები
20/XI - 24/XI
27/XI – 1/XII
4/XII – 8/XII
11/XII – 20/XII
1
იდეის გაცნობა მოსწავლეებისთვის;
X



2
იმ მსურველი მოსწავლეების შერჩევა, ვინც გადათარგმნის მოთხრობებს;
X



3
მოსწავლეთა ჩართულობით მოთხრობების შერჩევა და განაწილება;
X



4
თარგმანზე მუშაობის დაწყება;

X
X

5
პირველადი ნათარგმნის რედაქტირება;


X
X
6
საბოლოო თარგმანები და მათი ილუსტრაციები;



X
7
ხელნაწერის აკინძვა და საბოლოო წიგნის შექმნა;



X


No comments:

Post a Comment