კვლევა

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

თემა: "წაკითხულის გაგება-გააზრების პრობლემის გაუმჯობესება საბაზო საფეხურის VII და IX კლასებში"


საკვლევის საკითხები:

  • როგორია წაკითხულის გაგება-გააზრების დონე კვლევის სამიზნე ჯგუფში?
  • რა არის პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზი?
  • რატომ აქვთ მოსწავლეებს გაგება-გააზრების პრობლემა მაშინაც კი, თუ ტექსტში არ არის უცნობი ლექსიკური ერთეულები და რთული სინტაქსური კონსტრუქციები?
  • შეიცვლება თუ არა მოსწავლეთა დონე ინტერვენციების განხორციელების შემდეგ?

დასკვნები / რეკომენდაციები

           განხორციელებული პრაქტიკული კვლევის მიზანი იყო სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხულდარის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის (VII და IX კლასი) მოსწავლეებისთვის გაგვეუმჯობესებინა წაკითხულის გაგება-გააზრების დონე. როგორ შემაჯამებელი ტესტირების შედეგებიდან გამოჩნდა, ორთვე-ნახევრიანი მუშაობის შედეგად მოსწავლეთა შედეგი მცირედით გაუმჯობესდა.
          რაც შეეხება რეკომენდაციებს, რადგან პრობლემა კომპლექსურია და მხოლოდ ერთი საგნის ფარგლებში ვერ მოგვარდება, უმჯობესია ისინი ცალ-ცაკლე ჩამოყალიბდეს მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის.

რეკომენდაცია მოსწავლეებს:
       ✓ ხშირად იკითხონ კლასგარეშე ლიტერატურა;
       ✓ კითხვისას ყურადღება გაამახვილონ არა მხოლოდ შინაარსზე, არამედ ტექსტის ძირითად სათქმელზე;
       ✓ შეეცადნონ ამოიცნონ ავტორის ჩანაფიქრი და პარალელი გაავლონ სხვა ნაწარმოებთან და/ან ცხოვრებისეულ სიტუაციებთან;

რეკომენდაცია მასწავლებლებს:
        ✓ შეუმუშაონ რამდენიმე მეთოდი წაკითხულის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებით (მაგალითად ისეთი, როგორიც ინტერვენციებშია აღწერილი) და ხშირად გამოიყენონ გაკვეთილზე;
       ✓ არ შემოიფარგლონ მხოლოდ სახელმძღვანელოთი და ხშირად გამოიყენონ დამატებითი მასალები (ამ პრობლემაზე სამუშაოდ ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით ეხებათ მშობლიური და სხვადასხვა ენის მასწავლებლებს);
       ✓ იმუშაონ მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე;

რეკომენდაცია მშობლებს:
        ✓ შესთავაზონ შვილებს ასაკისთვის შესაფერისი საკითხვი წიგნები;
        ✓ ესაუბრონ წაკითხული წიგნის შთაბეჭდილებებზე;
        ✓ იკითხონ შვილებთან ერთად;


No comments:

Post a Comment